სიახლეები

11.11.17

საშემოდგომო შეთავაზება 
ინგლისური ენის კურსები ინგლისში: ისწავლეთ ისტორრიულ ქალაქში Bury St. Edmunds ინგლისში და ისარგვბლეთ სპეციალური ფასებით. 2 კვირა £678-დან მეგობრულ ადგილობრივ ოჯახში ცხოვრების ჩათვლით!

ვრცლად

11.11.17
ლონდონში ჯგუფთან ერთად 
შეთავაზება 13-17 წლამდე მოზარდთათვის. 2 კვირა ლონდონში სწავლის, საცხოვრებლის, კვების და ტრანსფერის ჩათვლით GBP1250  
ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
დიდი ბრიტანეთი. ინგლისური ენის კურსები.

do you speak english



დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულია ზოგადი ინგლისური ენის კურსები. ჩვეულებრივად ეს არის 15-20 ინგლისური ენის გაკვეთილი კვირაში. ბევრი ირჩევს ინტენსიურ კურსებს - 25, 30 ზოგჯერ 40 და მეტი გაკვეთილი კვირაში.
უმეტეს შემთხვევებში სწავლება მომდინარეობს ეგრეთწოდებული კომუნიკაციური მეთოდიკის გამოყენებით, რომელიც ენას კომუნიკაციის საშუალებად მიიჩნევს და სასწავლო პროცესიც მიმართულია ინგლისური ენის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების გაუმჯობესებაზე.





კურსების ინტენსივობა
: 20/ 30/ 35/ 40 გაკვეთილი კვირაში, ზოგჯერ  მეტიც.

შაბათი და კვირა დასვენების დღეებია, უმეტეს სკოლაში ამ დღეებში ტარდება ექსკურსიები სხვა ქალაქებში, ასევე სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები.


კურსის და საცხოვრებლის ღირებულება ანგარიშდება 1 კვირის ფასის საფუძველზე და დამოკიდებულია კურსის ინტენსივობაზე, ხანგრძლივობაზე, კურსის სახეობაზე, კონკრეტულ სკოლაზე და მის მდებარეობაზე.

ზოგადი ინგლისური ენის კურსის შემთხვევაში, სწავლის 1 კვირის  ღირებულება £75 – £350  ფარგლებში მერყეობს.

სპეციალიზირებული კურსები (ბიზნეს ინგლისური, საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებებლი კურსები და სხვა) უფრო ძვირია, მინიმუმ £160-დან კვირაში.

ყველაზე ძვირია ეგრეთწოდებული Executive კურსები, რომლებიც განკუთვნილია ბიზნესმენებისა და თანამდებობის პირთათვის. ესეთი სახის კურსების ღირებულებაა £650 – £1000 კვირაში, ზოგჯერ მეტიც.

საცხოვრებლის ღირებულება: £75 – £400 კვირაში, გამომდინარე საცხოვრებლის ტიპისა და ადგილმდებარეობიდან (ოჯახი, სტუდენტური რეზიდენცია, სტუდენტური სახლი, ჰოსტელი -კვებით, კვების გარეშე, ან მარტო საუზმით). ყველაზე ძვირი საცხოვრებელი პირობები ლონდონშია.


მინიმალური და საშუალო ფასების მაგალითები:

ზოგადი ინგლისური ენის 4 კვირიანი კურსის (20 გაკვეთილი კვირაში) მინიმალური ღირებულება ოჯახში ცხოვრების ჩათვლით შეადგენს £1050 – £1350.

4 კვირიანი კურსის საშუალო ღირებულება ოჯახში ცხოვრების ჩათვლით £1550 – £1700

12 კვირიანი კურსის მინიმალური ღირებულება ოჯახში ცხოვრების ჩათვლით £2900 – £3200

12 კვირიანი კურსის საშუალო ღირებულება ოჯახში ცხოვრების ჩათვლით £4000 – £4500

ინგლისური ენის 6 თვიანი კურსის (მხოლოდ სწავლა) ღირებულება £2600 -დან.


ყურადღება
! საიტზე მითითებულ ფასებში არასდროს არ შედის  ავიაბილეთის და ვიზის ღირებულება. ავიაბილეთის ღირებულება შეიძლება იყოს განსხვავებული იმის მიხედვით,თუ როდის, ან რა თარიღებისთვის ყიდულობთ მას, ასევე თუ რომელი ავიაკომპანიის სერვისით ისარგებლებთ.

სასწავლო პროგრამებისა და საცხოვრებლის ღირებულება მითითებულია ინგლისურ გირვანქა სტერლინგებში. ვალუტის გაცვლითი კურსი ხშირად იცვლება, ხანდახან ძალიან მნიშვნელოვნადაც, სწორედ ამიტომ, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვთავაზობთ ფასებს ლარში ან აშშ დოლარში. უცხოური ვალუტის კურსი ლართან მიმართებაში შეგიძლიათ საქართველოში მოქმედი ბანკების ვებ საიტებზე გაიგოთ.

სავიზო მოსაკრებელი გადაიხდება აშშ დოლარებში, ონლაინ რეჟიმში, სავიზო ანკეტის შევსების შემდეგ.

ბრიტანული ვიზების ღირებულება სტუდენტებისთვის ვიზის ტიპის მიხედვით შეადგენს $141, $255, $527.


სად ვისწავლოთ?
ინგლისური ენის შესწავლას ვთავაზობთ ინგლისის, შოთლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის სხვადასხვა ქალაქებში. პროგრამის არჩევისას გთხოვთ გაითვალსწინოთ, რომ ლონდონის, ოქსფორდის და კემბრიჯის გარდა დიდ ბრიტანეტში უამრავი სხვა საინტერესო ადგილია!


მიმდინარე შეთავაზებები იხილეთ აქ >>>