სიახლეები

11.11.17

საშემოდგომო შეთავაზება 
ინგლისური ენის კურსები ინგლისში: ისწავლეთ ისტორრიულ ქალაქში Bury St. Edmunds ინგლისში და ისარგვბლეთ სპეციალური ფასებით. 2 კვირა £678-დან მეგობრულ ადგილობრივ ოჯახში ცხოვრების ჩათვლით!

ვრცლად

11.11.17
ლონდონში ჯგუფთან ერთად 
შეთავაზება 13-17 წლამდე მოზარდთათვის. 2 კვირა ლონდონში სწავლის, საცხოვრებლის, კვების და ტრანსფერის ჩათვლით GBP1250  
ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
ნიდერლანდები – პროგრამები

amsterdamლონდონიდან, პარიზიდან და ბერლინიდან მხოლოდ ერთი საათის ფრენის მანძილზე მდებარე ნიდერლანდები, თავისი მაღალგანვითარებული და სტაბილური ეკონომიკით, მრავალფეროვანი და ტოლერანტული კულტურით, უძველესი ტრადიციებითა და უცხოელი სტუდენტების სწავლების მდიდარი გამოცდილებით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა უმაღლესი განათლების მისაღებად.

ქვეყანას მისი უნიკალური სტრატეგიული მდებარეობის გამო “ფანჯარა ევროპაში” შეარქვეს. 200 წელზე მეტი ხნის წინ, ჰოლანდიაში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც განათლების უმაღლესი ხარისხის გარანტიას იძლევა. აკადემიური ხარისხის (ბაკალავრის ან მაგისტრის) მიღებასთან დაკავშირებული პროგრამები გადიან სავალდებულო აკრედიტაციას NVAO-ში (ნიდერლანდების და ფლანდრიის სააკრედიტაციო ორგანიზაცია). ჰოლანდიაში 76 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, 1560 საგანმანათლებლო პროგრამა კი ინგლისურ ენაზე ისწავლება.

ნიდერლანდებში უმაღლესი სასწავლებლების ორი ტიპი არსებობს - კვლევითი უნივერსიტეტები და გამოყენებითი სწავლების უნივერსიტეტები. პირველი ტიპის სასწავლებლებში აკადემიურ ან პროფესიულ სფეროებში კვლევითი მუშაობის პროფესიონალებს ამზადებენ, მეორეში კი - სტუდენტებს ამზადებენ კონკრეტული პროფესიული კარიერისათვის. სხვა სიტყვებით, კვლევით უნივერსიტეტებში წმინდა აკადემიური სწავლებისაგან განსხვავებით, სწავლა უფრო პრაქტიკული მიმართულებით გამოირჩევა.

მთელ მსოფლიოშია აღიარებული სწავლების ჰოლანდიური სისტემა, ე.წ. „Problem Based Learning“ (PBS), რომლის მეშვეობით სტუდენტები დამოუკიდებელ ანალიზს და საკითხების პრაქტიკულ გადაჭრას ეჩვევიან.

ჰოლანდიაში უმაღლესი განათლების მიღების საფასური ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო სწავლების ხარისხი - ძალიან მაღალი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეგიძიათ გააკეთოთ განაცხადი 1-წლიან Post-Study  სამუშაო ვიზაზე. 


ბევრ ჰოლანდიურ უნივესიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე ვერ შეძლებთ პირდაპირ პირველ კურსზე სწავლის დაწყებას თუ ქართული საშუალო სკოლა გაქვთ დამთავრებული (და არ ფლობთ IB-ს ან  A-Level-ის კვალიფიკაციას). სწორედ ამიტომ არსებობს პროგრამა International Foundation, რომლის წარმატებული დამთავრების შემდეგ სწავლას გააგრძელებთ არჩეული უნივერსიტეტის პირველ კურსზე.  


უმაღლესი განათლება:


International Foundation

Undergraduate Degrees (საბაკალვრო პროგრამები)

Postgraduate Degrees (სამაგისტრო პროგრამები)