სიახლეები

16.08.19

სპეციალური შეთავაზება: ინგლისური მალტაზე
სპეციალური ფასები ჩვენ პარტნიორ-სკოლაში მალტაზე. 2 კვირა €565-დან საცხოვრებლის ჩათვლი

ვრცლად

30.07.19

English in Malta
ფასდაკლება 10% მალტის საუკეთესო სკოლაში! 2 კვირა €750-დან საცხოვრებლის ჩათვლით

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
სასარგებლო ინფორმაცია
06/06/2019
მიყვარს მოდა, დიზაინი, ბრენდები. ვგიჟდები შოპინგზე... მინდა გავხდე... ბაიერი!
ვინ არის ბაიერი?
რას აკეთებს იგი?
სად ვისწავლოთ?
ჩვენი (და არა მხოლოდ ჩვენი) აზრით - მოდის, დიზაინის, ბრენდების და ფუფუნების საგნების მენეჯმენტის სპეციალობით ყველაზე კარგად ისწავლით იტალიაში ან დიდ ბრიტანეთში...
06/06/2019
ფუფუნების საგნების მენეჯმენტი (Luxury Management, Luxury Brand Management) 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ყალიბდება. ფუფუნების საგნებზე მოთხოვნილების ზრდა უკვე იქცა გლობალურ ტრენდად და ყოველწლიურად მატულობს. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო კრიზისის პირობებშიც კი ფუფუნების საგნებზე ფასების მატება ყოველწლიურად იზრდებოდა. 2015 წელს ინდივიდუალური მოხმარების ფუფუნების საგნების გაყიდვებმა 253 მილიარდი ევრო შეადგინა.
05/02/2019
უკვე რამდენიმე წელია განათლების სამინისტროსთან არსებული განათლების საერთაშორისო ცერნტრი ქართველ სტუდენტებს უფინანსებს სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე  უცხოურ უნივერსიტეტებში. ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დგინდება პრიორიტეტული მიმართულებები. 2019-2020 აკადემიურ წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხელოვნების მენეჯმენტი და ადმინისტრირება.

რომელი უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ვისწავლოთ ამ სპეციალობით?

18/12/2018

წარმატებულ კარიერ საფუძვლად რამდენიმე ფაქტორი უდევს, ამ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – ხარისხიანი განათლებაა. გეგმავთ საზღავარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებას? არ დაგავიწყდეთ საერთაშორისო ტესტის IELTS ან TOEFL-ის ჩაბარება. 

16/04/2018

საზაფხულო პროგრამები ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში ძალზე პოპულარულია. საზაფხულო სკოლის პროგრამა (თუმცა ასეთი პროგრამები ზამთრისა და სააღდგომო არდადეგების პერიოდშიც არსებობს) მოიცავს ენის შესწავლას (ჩვეულებრივ  3–4 გაკვეთილი დღეში), სხვადასხვა სპორტულ, გასართობ ღონისძიებებს და ექსკურსიებს. საზაფხულო სკოლის ღირებულებაში აგრეთვე შედის საცხოვრებელი პირობები და კვება. აეროპორტში დახვედრა და გაცილება  შედის ღირებულებაში, ან ცალკე გადასახადს ექვემდებარება. საზაფხულო სკოლებისა და პროგრამების არჩევანი ძალიან ფართოა. რა სხვაობაა მათ შორის?

08/11/2014

აპირებთ უმაღლესი განათლების მიღებას? ამ დროს ფიქრობთ არამარტო უნივერსიტეტის ან კოლეჯის არჩევაზე, არამედ ქვეყანაზეც, სადაც შეძლებთ  სასურველ პროფესიას ინგლისურ ენაზე დაეუფლოთ. უკვე რამდენიმე წელია, რაც ლიტვაში სწავლა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება გახდა. უმაღლესი განათლების მისაღებად ბალტიისპირეთის ამ პატარა  ქვეყნის არჩევისას ყველას საკუთარი მიზეზი აქვს, რომელთა შორის 10 ძირითადს გამოვყოფთ.

23/08/2014

როგორ მივიღოთ პრესტიჟული ბრიტანული უნივერსიტეტის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ნახევარ ფასად.
ბევრისთვის  ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომი არის ის ოქროს გასაღები, რომელიც გააღებს წარმატებისა და კეთილდღეობის კარებს. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებითა და მაღალი ხარისხით განთქმული, ბრიტანული განათლება ამავდროულად ცნობილია თავისი სიძვირით.
სწორედ ამიტომ,  ბევრი არც კი ფიქრობს დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელებაზე, ხოლო ყველაზე მონდომებულები და დაინტერესებულები იწყებენ  დაფინანსების საშუალებების ძიებას. თუმცა ძალიან ბევრისათვის სიახლე შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში სწავლა არ არის ყოველთვის ძვირი!  ბრიტანული დიპლომის მიღება შესაძლებელია საშუალო წლიური ღირებულების 40-50%-ით უფრო იაფად.

31/05/2012

ზაფხულის პერიოდში სტუდენტების უმრავლესობა ირჩევს 4-კვირიან კურსებს. ეს შეიძლება იყოს ზოგადი ან ინტენსიური კურსი, ბიზნეს-ინგლისური, ინგლისური აკადემიური მიზნებისთვის, პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ენის შესწავლას კონკრეტული პროფესიული სფეროსთვის (მაგ: მარკეტინგი, მენეჯმენტი, სამართალი) ან სხვადასხვა საგნების შესწავლას. სწავლის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ ორშაბათს. სტუდენტის მინიმალური ასაკი - 16 წელი.

13/01/2011

ნუთუ არსებობს რამე უკეთესი, ვიდრე ფულს გიხდიდნენ იმაში, რისი კეთებაც, ისედაც, ძალიან გიყვართ?
თუ თქვენ მოგწონთ მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა, დელიკატესების მომზადება, ღონისძიებათა ორგანიზება, თუ გიყვართ სამშობლო, გჯერათ, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ქვეყანაა და გინდათ, რომ მისი მრავალფეროვანი ბუნება, უგემრიელესი სამზარეულო და განთქმული სტუმართ-მასპინძლობა ღირსეულად შეაფასონ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა, უდაოდ, ტურიზმი და სასტუმროს ბიზნესი თქვენი წარმატებული კარიერის სარბიელი იქნება.